სემინარი კურატორებისათვის – „კურატორის ID”

ლოკალური კონტექსტი და კურატორის როლი თანამედროვე ხელოვნების სამყაროსა და საზოგადოებაში

ინიციატორი ფონდი „ტრამი“,  პროექტ „ტასვირ“– თან  თანამშრომლობით

მხარდაჭერა: „გოეთეს ინსტიტუტი“

მხარდამჭერები: აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო , თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის პროგრამა

This slideshow requires JavaScript.

სემინარის ჩატარების დრო და ადგილი:

  • თელავი – 22-23 სექტემბერი / Telavi 22-23 September
  • ბათუმი  – 25-26 სექტემბერი / Batumi 25-26 September
  • თბილისი -28 სექტემბერი / Tbilisi 28  September

აღწერა:

პროექტის პარტნიორები ერთი კვირის მანილზე ჩაატარებენ სემინარს, რომელიც შეეხება კულტურული ორგანიზაციების ძირითად ტენდენციებს და აქტუალურ საკითხებს თელავსა და ბათუმში. სემიანრის შედეგად თბილისში გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება დასკვნითი შეხვედრა და საზოგადოებრივი პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისახავს  კურატორული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობას, ახალი იდეების გამოვლენას და ხელოვანისა  და კურატორის თანამშრომლობას. ასევე, სხვადასხვა  სახელოვნებო  პროექტების ინიცირებას გერმანიასა და საქართველოს შორის და პროექტების მაღალ ხარისხს და გაზრდილ რაოდენობრივ მაჩვენებელს.

პროექტი მიმართულია გამოკვეთოს კურატორის როლი თანამედროვე ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში, (როგორც ინდივიდუალური კურატორისა ასვე, რომელიმე სახელოვნებო ორგანიზაციის წარმომადგენილის) კურატორის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ლოკალური კონტექსტის გამოყენების აუცილებლობა და  საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

TASWIR  ტასვირ არაბულად სპარსულს, თურქულად და ჰინდიზე ნიშნავს „ახლიდან წარმოდგენას“, „დასურათებას“ „იმიჯის შექმნას“. პიქტორიული ატლასი „TASWIR“  დაფუძნდა 2009/2010 წლის გამოფენაზე ბერლინში, სადღეისოდ იგი ტრანსფორმირდება ენციკლოპედიურ, რეცურსიულ ვიზუალურ პორტალში.

ბერლინის პროექტის ფარგლებში, საპარკო ვიზუალიზაციის, ლიტერატურული და აკუსტიკური სახელოვნებო ნიმუშების პრეზენტაცია იყო. დასავლური და აღმოსავლური არტისტული ხედვის სპარსულ, ისლამურ და ოტომანურ ხელოვნებასთან მიმართებაში.

„TASWIR ATLAS“ მოიცავს ყველა ვიზუალურ ვიდეო და ტექსტურ ინფორმაციას გამოფენის შესახებ და პლატფორმის  სხვდასხვა მიმართულებებს TASWIR.ORG. პორტალი თავისთავად გადაიქცა ცალკე დინამიურ ორგანიზაციად. პროექტი ცვლის ისტორიას; ითვალისწინებს კლასიკურ გამოფენებს პრე-კოლონიალურ და პოსტ-კოლონიალურ კულტურულ საკითხებზე, სხვა მხრიდან ხედვის დღევანდელ ევროპულ თანამედროვეობას, აბი ვალბურგის ატლასის მიხედვით  წარმოჩენილია როგორც ევროპული რენესანსის და კლასიკური სიძველების საზღვრების გაფართოებით.

Shulamit Bruckstein Çoruh შულამიტ ბრუკშტეინ ქორუხ  „TASWIR“ პროექტის ინიციატორი და შემქმნელი, პროექტის სახელოვნებო კოორდინატორი  წარმოადგენს „TASWIR“ პროექტს სემინარზე და მონაწილეებთაან ერთად განიხილავს იდეებს მათ განვითარების ხერხებს და  მეთოდებს, პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, „TASWIR projects / ha’atelier – პლატფორმა ხელოვნებასა და ფილოსოფიისათვის“ თანამშრომლობით.

TRAM(Transform Art Module) „ტრამი“ არასმთავრობო  სახელოვნებო ორგანიზაციაა , თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, რომელსაც  ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„ტრამის“ ძირითადი მიმართულებაა ინოვაციური იდეების ხელშეწყობა სახელოვნებო სივრცეში. „ტრამი“ თანამშრომლობს სხვადასხვა სახელოვნებო, სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუციებთან როგორებიცაა მუზეუმები, გალერეები, პლატფორმები და სხვ. “ტრამი“ დაინტერესებულია სახელოვნებო საზღვრების გაშლაში და გაფართოებაში, ტრადიციული სივრციდან სხვა არატრადიცულ საზოგადოებრივ სივრცეში გადანაცველბით. რითაც  უფრო მეტად დააინტერესებს  საზოგადოებას თანამედროვე ხელოვნებით. „ტრამის“ პროექტები მიმართულია  თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით.

„ტრამი“ ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო და ლოკალურ სახელოვნებო პროექტებს, ყოველი მისი ახალი პროექტი ახალი გაჩერებაა, რომელიც ლოგიკურადაა გადაბმული უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებთან.

2003 წელს ანა რიაბოშენკომ და მართა თაბუკაშვილმა დაარსეს არასმთავრობო  სახელოვნებო ორგანიზაცია  „ტრამი“. www.tram.ge

ანა რიაბოშენკო – ხელოვანი და კურატორი. 2010 – 2012 წწ. მუშაობდა ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის კოორდინატორად ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“. 2007-2009 წწ. მუშაობდა ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის მენტორად ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“.2007 წლიდან დღემდე არასმთავრობო  სახელოვნებო ორგანიზაცია  „ტრამის“ პრეზიდენტი. მართა თაბუკაშვილი – დიზაინერი და ინიციატორი. 2007 წლიდან არასმთავრობო  სახელოვნებო ორგანიზაცია  „ტრამის“ საბჭოს წევრი.

 

 

სემინარის განრიგი თელავი

22-23 სექტემბერი:

ადგილი: სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შენობა , ერეკლე II – ის მოედანი 5ა, (თეტრის უკან)

 

I – ი დღე

11:00 – 11:30                                             რეგისტრაცია

11: 30 – 11:40                                            მისალმება: ანა რიაბოშენკო, შულამიტ ბრუკშტეინ კორუხი

11:40 – 13:00                                             TASWIR -ის პროექტის პრეზენტაცია, შულამიტ ბრუკშტეინ   კორუხი

13:00 – 14:00                                            ლანჩი

14:00 – 15:00                                          „ტრამ“-ს პრესენტაცია, კურატორის როლი და ლოკალური კონტექსტი პროექტი “ “ONE  STOP” ანა რიაბოშენკო

15:00 – 16:00                                            კითხვა პასუხი

II – ე დღე

10:00 – 13:00                                           ლოკალური ორგანიზაციების პრეზენტაცია

15-20 წუთი თითო

 13:00 – 14:00                                           ლანჩი

14:00 – 16:00                                            დისკუსია მონაწილეებთან , დასკვნები

 

 

 

სემინარის განრიგი ბათუმი

25-26 სექტემბერი:

ადგილი : პრესკაფე

მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 1/2 ბათუმი

I – ი დღე

11:00 – 11:30                                             რეგისტრაცია

11: 30 – 11:40                                             მისალმება: ანა რიაბოშენკო, შულამიტ ბრუკშტეინ კორუხი

11:40 – 13:00                                            TASWIR -ის პროექტის პრეზენტაცია, შულამიტ ბრუკშტეინ   კორუხი

13:00 – 14:00                                             ლანჩი

14:00 – 15:00                                            „ტრამ“ პრეზენტაცია, კურატორის როლი და ლოკალური კონტექსტი, პროექტი “ “ONE  STOP” ანა რიაბოშენკო

15:00 – 16:00                                            კითხვა პასუხი

II – ე დღე

10:00 – 13:00                                            ლოკალური ორგანიზაციების პრეზენტაცია

15-20 წუთი თითო

13:00 – 14:00                                             ლანჩი

14:00 – 16:00                                             დისკუსია მონაწილეებთან , დასკვნები

 

 

განრიგი თბილისი

28 სექტემბერი

ჩატარების ადგილი: „ღია გალერეა“ ფონდი ღია საზოგადოება საქართევლო“, ჭოველიძის 10

18:00 – 18:30                                               პროექტი „პროფესიული ID” პრესენტაცია

შულამიტ ბრუკშტეინ კორუხი, ანა რიაბოშენკო

18:30 – 19:00                                               TASWIR: The imaginary Institute /

შულამიტ ბრუკშტეინ კორუხი

19:00 – 19:20                                             „ტრამ“ პრესენტაცია, კურატორის როლი და ლოკალური კონტექსტი,  ანა რიაბოშენკო

19:20 – 20:00                                               კითხვა, პასუხი

       

    

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: