რუსული თანამედროვე ხელოვნება საქართველოშო

saturnalia-2

„სატურნალია”  ავტორი: ანა რიაბოშენკო, ინტრევიუები: ირა კორინა , სემიონ მოტოლიანეც, დიმიტრი პეტუხოვი                                                                                  

სატურნის დღესასწაული. როდესაც საშემოდგომო რთველი დასრულებულია და ზამთრის დადგომამდე, ჯერ კიდევ ცოტა-ოდენი დრო რჩება, უნდა მოვილხინოთ და დავტკბეთ ბუნების მიერ ნაბოძები საჩუქრებით, სასმელითა და საკვებითა, სითფოთი  და ადამიანებით, ეს სიცოცხლის დრესასწაულია!“

სწორედ ესეთი, თითქოს და ამორფული პროექტის იდეით მოგვევლინა  რუსი თანამედროვე ხელოვანების ჯგუფი, კურატორ ევგენია (ჟენია) ქიქოძის ხელმძღვანელობით და  რუსული კერძო ფონდი სმირნოვი და საროკინის დახმარებით. ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც არტისტერიუმი უკვე მიწურულს იყო და თბილისის პირველი ტრიენალე ჯერ არ დაწყებულა, შვიდ-კაციანი ჯგუფი ნაწილ ნაწილ ჩამოფრინდა ნოვოალექსეიევკას აეროპორტში. ყველას თავისი იდეა და ნამუშევარი ჰქონდა, ყველას აინტერსებდა და ცოტა ეშინოდათ კიდეც, უმეტესობა მათგანი ხომ პირველად მოდიოდა საქართველოში. ესენი ახლი ტალღის მხავტრები არიან და არც-ერთი  არ მიეკუთვნება საბჭოთა თაობას, შესაბამისად ახალი საკუთარი შთაბეჭდილება უნდა შეექმნათ ქვეყანაზე და აქ არსებულ სახელოვნებო სივრცეზეც. ტექნიკური საკითხების დრო დადგა: ახალი რეაბილიტირებული ლეღვთახევის ტერიოტორიაზე, „სახელოვნებო დროებითი, ობიექტის“ დადგმის უფლების მოძიება, 1600 ცალი სარეცხი საპნის შეძენა, ვულკანიზაციაში 20 ზე მეტი  გასაბერი ლეიბის გაბერვა, ღამის საათებში დაცვის სამსახურის დაქირავება „სახელოვნებო ნიმუშის“ დასაცავად  და სხვა უამრავი წვრილმანი დეტალის.

საბოლოოდ 4 დღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, 19 ოქტომბერს „ღია გალერეაში“, გავხსენით გამოფენა, „ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს“ ტერიტორიაზე. არ ვიცი როგორი შეფასება უნდა გაკეთდეს გახნისას, თუმცა ეს გამოფენა მხოლოდ ერთდღიანი იყო და უფრო პრეზენტაცის სახეს ატარებდა. როდესაც მართლაც რომ წამყვანმა და საინტერესო მხატვრებმა თავისი ნამუშევრები წარუდგინეს ქართველ მაყურებელს.  საინტერესო კი ისეინი

სწორედ იმიტომ არიან  რომ, დღევანდელ სახელოვნებო სამყაროში ძალიან ხშირია ტყული, მანიპულირება, გავრცელებული უსულო და უგულო პლაგიატი, „ ცარიელი“  გაუაზრებელი ნამუშევრები, რაც საბედნიეროთ არც ერთ ამ გამოფენაზე წარმოდგენილ მხატვარს არ ახასიათებს. ყველა უაღრესად საინტრესო პიროვნება რამაც არ შეიძლება არ იმოქმედოს მათ ნამუშევრებზე, ისინი არ ცხოვრობენ იზოლირებულ პრივილეგირებულ სახელოვნებო სამყაროში და არ ტკბებიან მხოლოთ საკუთარი წარმატებებით. ისინი ღრმა ანალიზის უტარებენ როგორც სხვის  ნააზრებებს და ნამუშევრებს ასევე თავიანთს, ყოველივე ახალი გამოფენა თუ წარმოდგენა საკუთარი ნამუშევრის ახალი შეფასების შესაძლებლობაა, რაც მუდმივი ზრდის საწინდარია და სანამ ესეთი პრინციპით ხელმძღვანელობ შეგიძლია არ გეშინოდეს, არასდროს დარჩები საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესების მიღმა.

ჯერ კიდევ 2003 წელს როდესაც მსგავსი   საერთაშორისო  პროექტები და გამოფენები, მით უფრო ქართველი ხელოვანებისათვის საკმაოდ მწირი იყო, ასევე ოქტომბრის თვეში შეგვატყობინეს რომ რუსეთის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი პროექტს აკეთებს საქართველოში, შედეგად კი მოსკოვში გამოფენა იგეგმებოდა. ბერვი დრო ფიქრს არ დაჭირდა და რა თქმა უნდა დავთანხმდით და მეგობრებსაც დავუძახეთ. მხატვრები და ორგანიზატორები ორი „მარშრუტკით“ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში დავდიოდით. არ ვიცით  დანარჩენებისათვის როგორი იყო ეს მოგზაურობა, ჩვენთვის კი უდაოდ ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ჩვენი  მეზობლები აღმოჩნდნენ. ჩვენს მანქანაში ცნობილი მოსკოველ არქიტექტორთა ჯგუფის  „Облединение” ს სამი წევრი ილია ვოზნესენსკი, ლიოშა კონონეკო და  იგორ ბური აღმოჩნდა. ძირითადი ღირსშესანიშნავი სანახაობები მანქანის ფანჯრებს მიღმა დაგვრჩა, არა იმიტომ რომ არავის არ გვაინტერესებდა ისინი, უბრალოდ ადამიანები რომლებიც შიგნით ვისხედით იმდენად მოწყურებულები ვიყავით ურთიერთობას, აზრების გაზიარებას და  დისკუსიას რომ, გარეთ გახედვაც კი ხშირად გვავიწყდებოდა. ამ მოგზაურობაში შეძენილი ემოციები და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა მთლიანად  გამოფენისათვის შექმნილ ნამუშევრებში გამოჩნდა. რომელიც იმავე წელს ერთი თვის თავზე მოსკოვში  „ზვერიევსკი ცენტრში“ გაიხსნა.  პროექტს ერქვა „საქართველო საიდან სადამდე“, მისი ავტორი ჟენია ქიქოძე იყო და რუსეთის სახელმწიფო თანამედროვე ხელოვნების ცენტრის  და ღია საზოგადოების ფონდების მიერ იყო დაფინანსებული. ამ მოგზაურობამ გარდა პროფესიული მეგობრობის და გამოცდილების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავს ჩაუყარა საფუძველი, კერძოდ კი  ჩვენი სახელოვნებო ორგანიზაცია „ტრამი“-ს დაარსებას.  ასე რომ პროექტის ავტორი და კურატორი ჟენია ქიქოძე „ტრამის“ ერთგვარ  „ნათლაიდაც“ შეიძლება ჩაითვალოს.

ამიტომ როდესაც ამა წლის სექტემბრის მიწურულს ჟენიას წერილი და შემდგომ გავისაუბრეთ, ეგრევე დავთანხმდი ახალ ინიციატივაში ჩაბმას. საინტერესოა რომ, ყველა  ხელოვანი დაახლოებით იგივე სისტემით იწყებს მოყოლას, თუ როგორ დაიწყო მისი მონაწილეობა ამ პროექტში.

ირა კორინა   „დიდი ხანია ვოცნებობდი საქართველოში მოხვედრაზე, მოსკოველ მხატვრებს ძალიან უყვართ მოყოლა 2003 წელს ჟენია ქიქოძის მიერ ორგანიზებულ „ლეგენდარულ“ პროექტზე საქართველოში. და შესაბამისად როგორც კი მივიღე ჟენიასგან წინადადება საშემოდგომო გამოფენა „სატურნალიაში“ მონაწილეობაზე, ეგრევე დავთანხმდი“  – ამბობს ირინა კორინა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული თანამედროვე ხელოვანი დღევანდელ რუსეთში.  „ახალი ნამუშევრის შექნის დრო საერთოდ აღარ იყო და გამახსენდა რომ, გაზაფხულზე გაკეთებული ნამუშევარი „Пугало“ (საფრთხობელა) შესაძლოა კარგად პასუხობდეს გამოფენის თემატიკას და საინტერესო იყოს ქართველი მაყურებლისათვის.  ნამუშევარი ასახავს რუსეთისათვის ახალ რთულ ეთნიკურ გამოვლენებს, მასში გაერთიანებულია კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების ელემენტები: ნაციონალური კოსტუმები, ფეხბურთის გულშემატკივრების შარფები და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქანდაკებას გარკვეული კუკლუსკლანური სილუტიც აქვს.“

ირა კორინას „საფრთხობელა“

DSC_0069კიდევ ერთი ნიუანსი, რატომაც ირა კორინა უნდა იყოს  ქართველი მაყურებლისთვის საინტერსო, ის არის რომ,  მის  ნამუშევრებში სცენოგრაფიული ელემენტები ჭარბობს, რას ესე ძალიან უყვარს ჩვენს თეატრალიზირებულ მაყურებელს.  მაგრამ ეს სცენოგრაფია არ არის ეკზოტიურ-თეატრალური, ან რომელიმე კერძო სახის იმიტაცია. პირიქით, ირა ძალიან ყოფით და თანამედროვე მასალას იყენებს თავის ნამუშევრებში, ეს ხშირად პლასტიკი, შპალიერი,  საყოგაცხოვრებო ტექნიკა, შესაფუთი მასალები ყველაფერი ის რაც ჩვენი მაყურებლისათვის არ ასსოციერდება  მაღალ ხელოვნებასთან. ამ საგნებთან თვითონ ავტორს სიმბოლური დამოკიდებულება აქვს: ის არავითარ შემთხვევაში არა არის „კონსიუმერიზმის“ ანუ მომხმარებლის უფლებეის დამცველი და არც  მოხმარების პათოსს იზიარებს, ეს როგორც თვითონ ავტორი ამბობს  „მომავლის არქივაციაა“,  ბედნიერებაზე  დღევანდელი წარმოდგენის ანალიზია.

საინტერსო იყო ქართველი მაყურებლის რეაქციაც ირას ნამუშევარზე, სწორედ ის  სტეროტიპული მიდგომა, გარკვეული შიში და ზიზღი კავკასიელ და ცენტრალურაზიელი „Гастарбайтеры“ *  მიმართ ხშირად ჩანდა ამ ობიექტის დათვარიელბისას.სწორედ ეს გულწრფელი ესთეტიკა და ნამდვილი ადამიანური პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ ხელოვნებაში, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა ამოძრავებს ხელოვანს რა მისწრაფებები აქვს მას და როგორია ის სინამდვილეში. ეს ოსტატობა და სიმამაცე რომლითაც ის იყენებს თითქოს და შეუსაბამ, უმრავლესობისათვის უინტერესო და ყველაზე „საზიზღარ“ მასალებს და როგორ აქცევს მათ ხელოვნების ნიმუშებად, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდეას.რომელიც ხშირად ჯანმრთელი სკეფტიციზმითა და ამავდროულად მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. რა მარტივი და რა გენიალური  გამოდის ის საბოლოოდ ! სწორედ ამ სიმარტივის და გენიალურობის გამო დაერქვა ამ გამოფენას „სატურნალია“ რომელიც სულაც არაფერს სხვას არ ნიშნავს გარდა ფესტივალის და  დღესასწაულის.  ჩვენი  სამუშაოს მანძილზე ყველა ხელოვანი და  კურატორი  დღესასწაულის განცდით მოდიოდა საქართველოში.  როგორც არაერთი ჩვენი საერთო მოსკოველი  მეგობარი აღნიშნავს „У нас небо серое и низкое, а у вас оно высокое южное“… ეს დასვენების და დრესასწაულის განცდა კიდევ  ორ პროექტში მონაწილე, პეტერბურგელ მხატვარს ქონდა.

ჯგუფი „Мыло”დიმიტრი პეტუხოვი „როდესაც ტელეფონმა დამირეკა, ჩემს  ბინაში ფანჯარასთან ვიდექი და მოღუშულ პეტერბურგის ცას ვუყურებდი. სემიონის ხმამ ტელეფონის ყურმილიდან შემდეგი ინფორმაცია მომაწოდა, რომ კურატორი ჟენია ქიქოძე გვპატიჟებს საქართველოში „საპონზე სასრიალოდ“  – ამბობს  ჯგუფი „Мыло”-ს (საპონი) წევრი დიმიტრი პეტუხოვი, ამ ჯგუფის პერფორმანსი შედგება მუყაოს კედლებიანი ყუთისაგან, რომელშიც მოთავსებული საპნის საციგურაო მოედანი და რომელზეც ორი მოციგურავე  დიმიტრი პეტუხოვი და სემიონ მოტოლიანეცი საციგურაო ილეთებს ასრულებენ. „წასვლა არ წასვლის კითხვაც კი არ გამჩენია,  მე ხომ არასდროს ვყოფილვარ საქართველოში და  არც კი ვიცი რა არის ეს, ან რასთან მიირთმევენ. თავში გაიელვა  ცხოვრების მანძილზე საქართველოზე  დაგროვილმა არეულმა ინფორმაციამ, რაც ვერაფრით ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე, არ მყოფნიდა პრაკტიკა საბოლოო სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ ერთი რამ ვიცოდი დანამდვილებით იქ თბილა!  ამ სულელურმა ფიზიოლოგიურმა ფაქტორმაც იმოქმედა რა თქმა უნდა, მოშვების და გალღობის სურვილს და იმედს მაძლევდა ეს მოგზაურობა. მსგავსი განცდა სემიონსაც ჰქონდა და ორივე გავეშურეთ საქართველოში! ეხლა გავლილი პერიოდის შემდეგ საქართველოში გატარებულ დროს ვიხსენებ როგორც სხვა რეალობას.  ჩვენი ჯგუფი ხომ ორი წელი პეტერბურგიდან გაუსვლელად მუშაობდა და ეს განზრახ ხდებოდა, ვინაიდან ჩვენ „ტონაჟის თეორიაზე“  ვმუშაობდით და ეს კი ასკეტურ არსებობას  და დროებით საზოგადოებრივი კონტექსრტიდან  ამოგდებას გულისხმობს, ამიტომ საქართველოში მიღებულმა შტაბეჭტილებებმა კიდევ უფრო მეტად „ამობურცული“,  გამოკვეთილი რეალობის ფორმა მიიღო.  პერტერბურგში, ამ თვითგანდევნის ორწლიან პერიოდში შეძენილმა ახალმა ხედვამ იმის საშუალება მოგვცა, რომ დანახულის არანაირი შეფასება არ გაგვეკეთებინა და ჩვენ უბრალოდ მთლიანად მივეცით და გავეხსენით ამ ახალ რეალობას. ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, ტაქსით დავდიოდით, კავკასიურ ქუდებს ვატარებდით, საპონზე ვსრიალებდით,  ხინკალს და ხაჭაპურს ვჭამდით, ქუჩებში დავდიოდით, რესტორნებში ვისხედით, ქვეყნის გეოგრაფიას ვსწავლობდით, ბათუმში მატარებლით მივდიოდით  და ანა და მართას (საქართველოში მასპინძელი ორგანიზაცია „ტრამის“ ხელმძღვანელები)   აწყობილ სამუშაოს ვუყურებდით…       თბილისმა კი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, სკოლის გაკვეთილიდან მახსოვს რომ პირველად ეს სახელწოდება მეოთხე საუკუნიდან მოიხსენიებოდა, რუსულში კი 1936 წლამდე  „ტიფლის“ ეძახდნენ, რაც შემდგომ თბილისად გადაკეთდა რაც ორიგინალური დასახელებაა და მეც უფრო მომწონს. ქალაქის ქუჩებში სიარულისას აღმოვაჩინეთ რომ ქალაქის მრავალკონფესიური მოსახლეობა არაერთფეროვანია და მართლმადიდებლური ხატების მაღაზიების გვერდზე მეჩეთები და სინაგოგებია განთავსებული . ჩევნი ჩამოსვლით კი ცოტა ოდენ რუსული თანამედროვე ხელოვნებაც  გაერია ამ ამბავში.“

ჯგუფი „Мыло”-ს პერფორმანსი“ფიგურული სრიალი საპონზე”saturnalia P1040964

“საქართველოში მოგზაურობა ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა ვიდრე მე ველოდებოდი, და ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს“- ამბობს სემიონ მოტოიანცი ჯგუფი „Мыло“ ს მეორე წევრი. „ჩვეულებრივ, ვაიგივებთ ჩვენს ხელოვნებას თანამედროვე ხელოვნების საფუძვლებთან და სასაცილო იერარქიული პოზიცია გვიკავია ამ სახელოვნებო საზოგადოებაში. მაყურებლის რეაქცია როგორც თავად მაყურებელი, მეორე ხარისხოვანი ხდება. საქართველოში კი აღმოჩნდა რომ, მაყურებელი ცოცხლად რეაგირებს და შეფასებას აძლევს, თანაც იმაზე რასაც ხედავს, თავის თავს ენდობა და ავტორიტეტული აზრებით არ იზღვევს თავს. სხვადასხვა კულტურულ ფენებს შორის ნამუშევრების რეალიზაციის საკითხი, საკუთარი ხელოვნების ზემოქმედების  მექანიზმის დადგენაში გეხმარება. ჩვენი ფერფორმანსი „საპონზე ფიგურული სრიალი“ უკვე მეოთხედ იყო შესრულებული და აქ პირველად მივიღეთ ენერგეტიკული უკურექცია, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ვიტალური სული„ცხელ ხელოვნებას“ გულისხმობს და არა რაციონალურ სიცივეს. ცივი ხელოვნება აქ სხვაგვარად მუშაობს, აქ ზოგიერთი მოვლენა არაიდენტურია იმისა თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში ან სხვა ჩვენთვის ჩვეულ გარემოში.  მე მაგალითად იმ მომენტმაც დამაინტრესა რომ მაყურებელს ტერმინი „Гастарбайтер“ უნდა აუხსნა, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ეს ტერმინი ისე მჭიდროდ შემოვიდა ხელოვნებაში რომ, ბევრი მხატვრის ძირიტად თემადაც იქცა.  მგონი არის იმის საშიშროება რომ მაყურებელი – ვიზუალური ხელოვნების ძირითადი ელემენტი,  მიღმა დარჩა და არა მარტო საქართველოში. თუ მხოლოდ ექსპერტებს შეუძლიათ ნამუშევრის შეფასება მაშინ გინდა რომ დატოვო ეს გეომეტრიული საზოგადოება. საპონზე სრიალი ჩვენი დროის კარგი ვიზუალური მეტაფორაა. ამ სრიალში არის რაღას სისულელის სული, რომლის ანალიზის გაკეთებაც კი არ გსურს, ეს არ არის გააზრების მოდელი ჩვეულებრივი მნიშვნელობით. საციგუარო მოედანი ეს უპერსპექტოვო სიპრტყეა, ამავ დროულად საპონი მუშაობს-არასტაბილურობას, საფრთხეს ქმნის, მოუქნელ მოძრაობებს და კიდურების მოტეხვის შიშსაც ბადებს.( 2010 წელს მოსკოვში პერფორმანსის დროს დიმიტრიმ ლავიწის ძვალი მოიტეხა). სრიალა ზედაპირი მოულოდნელია და ამიტომ შეუძლებელია რთული აკრობატული ფიგურების შესრულება, რაც ჩვეულებრივ ფიგურული სრიალის დროსაა შესაძლებელი. მოკლედ ჩვენ ალბათ უფრო სრიალის მოყვარულები ვართ ვიდრე პროფესიონალები და მგონი მაყურებელმა ეს ჩვენი პირველი ილეთებიდანვე შეიტყო, მაგრამ მაინც დარჩა და ცდილობდა მოვლენის გაუგებრობა და აბსურდი გაეზიარებინა, ესეიგი არსებობს ურთიერთკავშირი არის ურთიერთობა მაყურებელთან. სარეცხი საპნის სუნს და წარმოსობას ჯერ კიდევ ცნობენ საქართველოში ალბათ უფრო უფროსი თაობა ვისაც საბჭოთა პერიოდის ბოლო წლები კარგად ახსოვს. ეს დეტალიც გარკვეული „ხიდს“ ასრულებს მაყურებელს და გამომსვლელს შორის, ფერფორმანსის უფრო სიღრმისეულ გაგების საშუალებას იძლევა. ალბათ უფრო ქვეცნობიერმა მეხსიერებამ , რომ საქართველოც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, იმის საშუალება  მოგვცა რომ აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობდით თავს ვიდრე დასავლურ სამყაროში. არც ისე დიდხანს მიცხოვრია საბჭოთა კავშირშირში მაგრამ  საქართველოსთან სიახლოვე მაინც იგრძნობა. თუმცა ქვეყანას კოორდინალური სხვაობებიც აქვს როგორც ხელოვნებაში, საზოგადოებაში, თუნდაც ტემპერამენტით და სულითაც. ძალიან დამამახსოვდა ერთი მაყურებლის სიტყვები, რომელმაც თქვა რომ, „აი მე ვუყურებ თქვენ ხელოვნებას და ვხედავ რომ ერთ ვიდეოში გოგო ძალით ჭამს პილმენს, მეორეში ახალგაზრდა ბიჭი ცეკვავს თუმცა მას აღარ შეუძლია,  ბიჭები თავს აძალებენ საპონზე სრიალით… და მე კიდე მინდა გისურვოთ რომ თქვენ გინდოდეთ!“ ეს ძალიან საინტერესო რეპლიკაა. სინამდვილეში დღევანდელი ხელოვნება რუსეთში უმეტესწილად  სურვილების მოზღვავების გამო კი არ ჩნდება,  არამედ დაფრკოლებების გადალახვის შედეგად, თითქოს და  გამართლებაა ხომ უნდა გავაკეთოთ რამე. საქართველოში ყოფნამ ყველაფერ ამაზე დამაფიქრა,  საჭიროა კი ესეთი ხელოვნება, ნაბიჯ ნაბიჯ კარიერის კიბეებზე   „კონტემპორარიის“  მკაცრ სამყაროში, თუ უმჯობესია შექმნა , გააბედნიერო და იბედნიეო თავად, თუნდაც წარმატების მისაღწევად ეს საუკეთესო გზა არ იყოს. და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვანია ის ადამიანები რომლებიც ჩვენ აქ გავიცანით ვისთანაც  ვმუშაობდით  გამოფენის მოწყობაზე, მგონი ესეთი გასვლითი პროექტებში  ადამიანური ურთიერთობა ძირითადი ფაქტორია.“

ჯგუფი „Мыло”-ს შექმნის იდეა სერგეი მოტოლიანეცს და დიმიტრი პეტუხოვს 2007 წელს გაუჩნდათ. პირველი საეღტო ნამუშევრები 2008 წელს შექმნეს ხოლო 2009 ში პრემია „ინოვაციის“ ლაირიატები გახდნენ ფერფორმანსისატვის“ საპონზე ფიგურული სრიალისი“. ინსტალიაცია „ქარვის ოთახი“ გამოფენაზე“ რუსული ღარიბი“ მილანში იყო ნაჩვენები 2011 წელს. 2012 წლისს მაისში გამოფენა „ ანარეკლი“ გალრეა ანნა ნოვაში სანკტ-პეტერბურგში

saturnalia-15

…“პირველად  ცხოვრებაში „ესვე“თი მგზავრობ“- ბედნიერი გაიძახოდა სიმიონი როდესაც როგორც იქნა 2600 ცალი  საპონი , ირას  „საფრთხობელა“,  პროექტორები  და  საკუთარი ბარგი ავტვირთეთ ბათუმისაკენ მიმავალ მატარებელზე. პირველად ერთი კვირის განმავლობაში, ყველა პროექტის მონაწილეს მოგვეცა ერთად  დაჯდომის და მოშვების საშუალება. რა თქმა უნდა ყველანი ერთ კუპეში შევიჭეჭყეთ მიუხედავად იმისა რომ 6 „სვ“ გვქონდა აღებული და ერთი მთლიანად ნამუშევერბით და გამოფენის ატრიბუტიკით იყო სავსე, ყველამ ეგრევე განზრახ მომზადებული სხვადასხვა სახის სასმელები და „ზაკუსკების“ გაზიარება დაიწყო. წინ კიდევ სამი დატვირთული დღე გველოდებოდა ბათუმის გამოფენის მოწყობამდე და ამიტომ მატარებელში არ დალევა უკვე წარმოუდგენელი იყო. ეხლა კი დიდი ყაყანით და აურზაურით შევუდექით აზრებისა და სასმელების გაზიერბას. იდეების გაზიერების სურვილი იმდენად დიდი იყო რომ თითქმის დილამდე გავსტანეთ, საერთო  ნაცნობი სიმღერების ძიების მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა, საბოლოოდ ყველანი დავნებდით და ძილათ ვიქეცით. სულ რამოდენიმე საათში გამცილებლის ხმამ გაგვაღვიძა და ახალი დღის ტექნიკური საკითხების მოგვარებას შევუდექით.  12 საათზე  ვლადიმირ ლოგუტოვის ლექცია გაიმართა ბათუმის პრესკაფეში. იგივე ლექცია რამოდენიმე დღით ადრე თბილისში „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ საკონფერნციო დარბაზში გაიმართა. თავიდან ძნელად მიდიოდა, დაღლილობისა და კონცენტრირების პრობლემის გამო,  ბოლოსკენ კი მაყურებლის ინტერესმა გამოაცოცხლა.

ლოგუტოვი ერთერთი იმ მხატვართაგანია რომელიც ვიდეო ჟანრში მუშაობს, მაგრამ მისი ვიდეო არის საზღვარი ორგანზომილებიანი სტატიური ნახატისა და მოძრავი ვიდეო გამოსახულებას შორის, მისი დროის და ყოველდღიური ცხოვრებისეული თითქოს და შეუმჩნეველ დეტალებზე დაკვირვება, აინტრიგებს და იზიდავს მაყურებელს.  ის მოუწოდებს: „გაჩერდი, დააკვირდი იმდენ საინტერსო რამეს ნახავ და აღმოჩენ!“

ვლადიმირ ლოგუტოვი„Структурированные пространства’’ 2012saturnalia-13

ლექციის შემდეგ ირა და ვლადიმერი მოსკოვში გაფრინდნენ, ერთთერთ მათგანს მეორე დღეს დაბადებისდღეჰქონდა, მეორეს კი მორიგი გამოფენა. სამწუხაროა რომ ვერცერთი დაესწრო ბათუმის გამოფენას. მათთვის ესსაინტერსო გამოცდილება იქნებოდა, აქ სხვაგვარად იყო ყველაფერი ვიდრე თბილისში.

ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მოსამზადებელ პროცესს შეუდგნენ. აღმოჩნდა რომ ამ დროს ბათუმში გაზეთ „Совершенно секретно“ -ს მთავარი რედაქტორის მოადგილე გრიგორი ნეხოროშევი იმყოფებოდა, ჩვენს მიერ გამართულ ლექციასაც დაესწრო და სამ საათიან კამათში აქტიური მონაწილეობაც მიიღო, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ პატარა კაფეში „ვინილში“ გაიმართა და რუსეთის რამოდენიმე თანამედროვე ხელოვანს ეხებოდა. კამათში ჩვენი კურატორი ჟენია ქიქიძე და გრიგორი აქტიურად იყვნენ ჩაბმულები, ისე რომ გარშემო არავის არ აძლევდნენ ჩართვის საშუალებას. პერიოდულად ჩიხში შესვლისას, ტრიალდებოდნენ სიმიონ მოტოლიანცთან (ჯგუფი „Мыло“), რომელიც იქვე მახლობლად იჯდა და ეკითხებოდნენ თუ რას ფიქრობდა იგი ამა თუ იმ საკითხზე. პასუხზე სიმიონს ხუთ წუთიანი რეგლამენტი ჰქონდა და კვლავ აქტიური კამათი ახალი შემართებით იწყებოდა. მაგრამ საინტრესო და ძალაინ შესაშური ის იყო, რომ ეს ორი ზდასრული, უდაოდ ჭკვიანი ადამიანი, ისეთი ბავშვური შემართებით და სიყვარულით კამათობდნენ ხელოვნებაზე. არა ზოგად არამედ კონკრეტულ დღევანდელ რუსულ აქტუალურ ხელოვნებაზე, რაც საქართველოში ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე თუ არის შესაძლებელი.ამ კამათიდან ჩანდა თუ როგორ უყვართ ორივეს ეს სფერო და რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი მას საკუთარი ქვეყნის განვითარებისათვის.

ასეთი ემოციური და დატვირთული დღის შემდეგ ძილის მეტი არაფერი აღარ გვინდოდა.

მეორე დღეს კი თავისუფალი ფანჯარა გამოგვიჩნდა და ხუთი კაცი მახინჯაურის ბოტანიკურ ბაღში გავეშურეთ. თბილი და ხავერდოვანი ამინდი, სიმშვიდე, გრილი ზღვა. სამოთხისებრი კურორტის შეგრძნებამ პეტერბურგელ ხელოვანებში ახალი „კავკასიური შემოქმედების ხაზის“ ძვრა გამოიწვია, რაც ფოტოსესიით დასრულდა.

შემდეგი დღე  გამოფენის გახსნის დღე იყო. შენობაში რომელიც, სახელოვნებო სივრცით მოიაზრება მაგრამ ჯერ ისევ ბოლომდე გაურემონტებელი და მმართველი სტრუქტურის გარეშეა, რაც იმედია ახლო მომავალში მოგვარდება, ვინაიდან ამ ქალაქს სჭირდება ესეთი ადგილი.  შეძლებისდაგვარად სივრცე საგამოფენო მდგომარეობამდე მივიყვანეთ.  ტერიტორიის  სიდიდე ექსპოზიციის დეტალიზების საშუალებას გვაძლევდა. რაც თბილისში ერთ სივრცეში იყო მოთავსებული და ამის გამო ზოგი ვიდეო დაბალ ხმაზე იყო წარმოდგენილი. აქ თითოს დამოუკიდებელი ოთახი ჰქონდა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა უფრო სრულყოფილად ენახა ნამუშევრები.  ირას „ საფრთხობელა“ ოთახს სერგეი საპოჟნიკოვის ობიექტის ფოტოდოკუმენტაციასთან ინაწილებდა, სერგეის ობიექტი თბილისში ლეღვთახევის ახალ რეაბირიტირებულ ტერიტორიაზე  გაკეთდა და ოთხი დღის განმავლობაში იქ იყო განთავსებული. თბილისის და ბათუმის გამოფენებზე კი ამ ობიექტის  პოლაროიდით გადაღებული ფოტოდოკუმენტაცია იფინებოდა, რაც ავტორის ჩანაფიქრი იყო. სერგეი ირინას მსგავსად  ყოფით მასალას იყენებს თავისი ობიექტების შესაქმნელად, ის ამ ობიექტებს ისტორიულ და ბუნების ადგილებში განზრახ ანთავსებს, რათა გარკვეული პროვოკაცია შექმნას. პოლაროიდის „უხარისხო“ დოკუმენტაცია ასევე აგრძელებს ამ პროვოკაციას.

საპნის საციგურაო მოედანიც აქ სხვაგვარად მუშაობდა, თბილისში ის ფონდის ეზოში იყო განთავსებული და თუ რა ხდებოდა მოედანზე მაყურებელს მხოლოდ მეორე სართულის აივნიდან შეეძლო ენახა. ბათუმში საგამოფენო სივრცის ინტერიერში აშენდა და გარე ფანჯრებიდანაც კარგად ჩანდა, ასე რომ ჩვეულებრივ ქუჩაში გამვლელებსაც შეეძლო ენახა პერფორმანსი. ამგვარად შეიძლება ითქვას რომ ბათუმის გამოფენა უფრო საზოგადოებრივი იყო და შესაძლოა გარკვეულ წილად ხელოვანებისათის უფრო საინტერსოც, ვინაიდან ახალ გამოცდილების საშუალებას აძლევდა მათ.
ბათუმის „სატურნალია“ ისევე როგორც ბევრი სხვა დღესასწაული იმავე დღეს აიშალა და დარჩენილი მხატვრები და კურატორები კვლავ თბილისი-ბათუმის მატარებელზე აღმოვჩნდით. ამჯერად საუბრები ბევრად უფრო ანალიტიკური, სიღრმისეული და პათოსს მოკლებული იყო. მიუხედავდ ამისა, მაინც დილამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, მეორე დღეს გაფრენამდე, სანამ საბოლოოდ არ შეწყდა ვერბალური კონტაქტი და შემდგომ ვირტუალურში გადაინაცვლა დისკუსიებმა და საკითხებმა.
არის ეს წყურვილი ხელოვნებაზე? ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ ჩვენთან ის ნაკლებადაა, ან თუ არის და უინტერესოა? არამგონია ასე ცალსახად იდგეს საკითხი. ერთი ის, რომ ახალ ადამიანებთან, სხვა სივრციდან მოსულებთან, რომლებიც ამავდროულად თქვენს პროფესიულ ინტერსებს იზიარებენ, საუბარი ყოველთვის უფრო საინტერესოა. იმათ ხომ იმდენი ახალი ინფორმაცია მოჰყვებათ.
მეორე, რომ აქაური ხელოვანები უფრო სამუშაო პირობებში იმყოფებიან ერთმანეთთან. ერთგვარი პატარა ოფისივითაა და იმისათვის რომ საუბარი შედგეს დირექტორმა „სტაფ-მითინგი“ უნდა დანიშნოს, თუმცა ეგეც არაა იმის გარანტია რომ საუბარი შედგება. და მესამე ის, რომ მცირე დრო მსგავსი პროექტების მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის გაცემისაკენ მოგვიწოდებს რაც უფრო ემოციურს და დატვირთულს ხდის ყოველივე ამას. რომ წარმოვიდგინოთ და უფრო დიდ დროში გავწელოთ ეს ერთი კვირა ის შეიძლება ბევრად უინტერესო, ან ყოველშემთხვევაში ნაკლებ ემოციურად ჩაივლის. ერთადერთი დასკვნა რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ: კარგია ასეთი პროექტები შემოქმედებითი აქტიურობისათვის და ხელი უნდა შევუწყოთ მსგავსი პროექტების განხორციელებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: